განათება ფასდაკლებით: როგორ შევქმნათ იდეალური გარემო

რემონტის დასკვნითი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი განათების შერჩევაა. სწორად შერჩეულ შუქს შეუძლია პატარა სივრცე ვიზუალურად გაზარდოს, ხაზი გაუსვას ინტერიერის დეტალებს და შექმნას მყუდრო ატმოსფერო. თუმცა, ხარისხიანი და თანამედროვე განათება ხშირად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ამ სტატიაში გაჩვენებთ, როგორ შეგიძლიათ შეიძინოთ პრემიუმ ხარისხის განათება ფასდაკლებით ჩვენი პარტნიორი კომპანიის — „ახალი ნათების“ დახმარებით.


Artemide-ს (არტემიდე) ინოვაციური დიზაინერული განათება „ახალ ნათებაში“ - თანამედროვე LED სისტემები.

განათების საუკეთესო ბრენდი საქართველოში

„ახალი ნათება“ 1999 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და დღეს ის განათების ყველაზე დიდ ქსელს წარმოადგენს. მათი შოურუმები გამოირჩევა არა მხოლოდ ასორტიმენტით, არამედ პროფესიონალური მიდგომით.

განათების ბრენდების მრავალფეროვნება

აქ დაგხვდებათ მსოფლიო ლიდერი ბრენდები, როგორიცაა Artemide , EGLO, Philips, Opple, და სხვა ბევრი, რომლების უმეტესობას ექსლუზიურად საქართველოში, ახალ ნათებასთან თანამშრომლობენ.

მრავალი განსხვავებული ტიპის განათება:

ახალი ნათების ქსელში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ, კლასიკური ჭაღებიდან დაწყებული, თანამედროვე მინიმალისტური სანათებითა და ე.წ. „Smart“ განათებით დასრულებული.

ენერგოეფექტურობა

კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს LED ტექნოლოგიებს, რაც გეხმარებათ ელექტროენერგიის ხარჯების შემცირებაში

გარე განათება

გარდა შიდა სივრცეებისა, „ახალი ნათება“ გთავაზობთ ეზოსა და ფასადის განათების საუკეთესო გადაწყვეტილებებს.


როგორ მივიღოთ ექსკლუზიური ფასდაკლება?

Datvale.ge-ს მიზანია, რემონტისა და მშენებლობის პროცესი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს. სწორედ ამიტომ, ჩვენს მომხმარებლებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ისარგებლონ სპეციალური პირობებით „ახალი ნათების“ ქსელში.

ნაბიჯები ფასდაკლების გასააქტიურებლად:

  1. შეიძინეთ პაკეტი: დარეგისტრირდით Datvale.ge-ზე და აირჩიეთ ერთ-ერთი სერვის-პაკეტი.
  2. ციფრული ბარათი: შეძენისთანავე თქვენს პირად პროფილში გააქტიურდება ელექტრონული ფასდაკლების ბარათი.
  3. წარადგინეთ მაღაზიაში: ესტუმრეთ „ახალი ნათების“ ნებისმიერ ფილიალს, წარადგინეთ თქვენი ციფრული ბარათი და მიიღეთ სპეციალური ფასდაკლება თქვენს შენაძენზე.

პროფესიონალური რჩევები განათების შერჩევისთვის

ელეგანტური მისაღები ოთახის განათება და თანამედროვე ჭაღი „ახალი ნათებისგან“ ფასდაკლებით.

იმისათვის, რომ თქვენი ინვესტიცია გამართლებული იყოს, გაითვალისწინეთ რამდენიმე დეტალი:

  • ფენოვანი განათება: ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ ერთი ცენტრალური ჭაღით. გამოიყენეთ კედლის ბრები, იატაკის სანათები (ტორშერები) და წერტილოვანი განათება.
  • შუქის ტემპერატურა: საძინებლისთვის აირჩიეთ თბილი განათება (2700K-3000K), ხოლო სამუშაო ზონისთვის — ნეიტრალური თეთრი. (4000K-4500K)
  • აქცენტები: გამოიყენეთ მიმართული ნათება ნახატების ან დეკორატიული კედლების გამოსაკვეთად.
  • ნესტგამძლეობა: აუცილებლად აირჩიეთ სანათები აბაზანაში IP 44 დაცვით ან მაღალი, ხოლო გარე სივრცეებში IP65 ან მაღალი

„ახალი ნათების“ კონსულტანტები დაგეხმარებიან თქვენს პროექტზე მორგებული ოპტიმალური ვარიანტების შერჩევაში, Datvale.ge კი უზრუნველყოფს, რომ ეს ყველაფერი თქვენს ბიუჯეტზე დადებითად აისახოს.

დაზოგეთ ჭკვიანურად და გაანათეთ თქვენი სახლი ხარისხით!

Datvale.ge -ის პარტნიორების ნახვა შეგიძლიათ ლინკზე: პარტნიორები

×

ავტორიზაცია

ანგარიშის შექმნა

ანგარიშის შექმნით თქვენ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას

×

შერჩეული პაკეტი

თქვენი შერჩეული პაკეტის დეტალები

იტვირთება...