ძველ ბინაში რემონტი ყოველთვის დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე კომუნიკაციების შეცვლას ეხება. ცენტრალური გათბობის სისტემის დამონტაჟება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომფორტისთვის, თუმცა ბევრს აშინებს ნგრევის პროცესი.
ამ ბლოგში განვიხილავთ გარე გაყვანილობის (ე.წ. „პლინტუსებზე“ მიყოლების) მეთოდს, რომელიც იდეალურია ძველი ბინებისთვის, და დეტალურად ჩავშლით მოსალოდნელ ხარჯებს.

ძველ ბინებში იატაკის აყრა (განსაკუთრებით თუ ის მყარ პარკეტზეა საუბარი) დიდ ხარჯებთან და დროსთანაა დაკავშირებული. გარე გაყვანილობის დროს მილები კედლის გასწვრივ, პლინტუსის ზემოთ გადის.

1)გათბობის ქვაბი: დაახლოებით 1500 -3000 ლარამდე ფასებში მერყეობს. (გაითვალისწინეთ Datvale.ge-ის მომხმარებლისთვის სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს Celsiusi-ში იტალიური ბრენდი ARISTON-ის ქვაბებზე. დათვალეს პარტნიორები იხილეთ დეტალურად ლინკზე : დათვალეს პარტნიორები)
2)რადიატორი: ევროპული სექციური რადიატორი (ალუმინის) სტანდარტული ზომის (60სმ სიმაღლეში, თეთრი ფერის) დაახლოებით 40-45 ლარი დაგიჯდებათ სექცია, რომელიც საშუალოდ 1,5 კვადრატულს ათბობს. კვადრატლზე ფასი: საშუალოდ 30 ლარი

პანელური რადიატორი ოთახის ფართობითა და დატვირთვებით იანგარიშება მაგრამ საშუალოდ შესაძლებელია დაიანგარიშოთ კვადრატული 10 ლარი. მაგალითისთვის 60 კვადრატული ბინისთვის 600 ლარი პანელურ რადიატორებისთვის სრულებით საკმარისია.
აბაზანის საშრობი: დაახლოებით 120 -500 ლარის ფარგლებშია, გააჩნია მწარმოებელს ფერსა და დიზაინს.


ვინაიდან მილები გარეთ გადის, მნიშვნელოვანია ხარისხიანი მასალა, რომელიც ტემპერატურული ცვლილებებისას არ დეფორმირდება.
მილები და აქსესუარები: საშუალოდ ფასი კვადრატულზე 15 ლარამდე გამოდის. წარმოდგენისთვის 60 კვადრატულ ბინაში 900 ლარი დაგიჯდებათ მილები და ფიტინგები.
ფასი გათბობის წერტილის გაყვანაზე იანგარიშება, ასეთ შემთხვევაში გათბობის გაყვანა და რადიატორის მონტაჟი წერტილზე საშუალოდ 200 ლარი. რაც საშუალოდ კვადრატულზე 15 ლარია
ქვაბის მონტაჟი და სისტემის გაშვება: საშუალო ფასი 200 ლარი.
გაითვალისწინეთ რომ გათბობის მილები 4 მეტრიანია და მისი მოღუნვა არ არის რეკომენდირებული, რის გამოც შესაძლებელია მოგიწიოთ ტრანსპორტისა და მუშების დაქირავება რაც დამატებითი ხარჯია. ასევე იმის შემდგომ რაც ზუსტ ბიუჯეტს გამოთვლით ყოველთვის მზად იყავით გაუთვალისწინებელი ხარჯისთვის მთლიანი ღირებულების 10% ოდენობით.
| კომპონენტები | ეკონომ პაკეტი (თურქული მასალა) | პრემიუმ პაკეტი (ევროპული მასალა) |
| ქვაბი | 1500 | 2500 |
| რადიატორი | 10 ლარი კვადრატულზე | 30 ლარი კვადრატულზე |
| საშრობი | 120 ლარი | 350 ლარი |
| მილები და ფიტინგები | 10 ლარი კვადრატულზე | 15 ლარი კვადრატულზე |
| ხელობა | 15 ლარი + 200 ლარი ქვაბის მონტაჟის | 15 ლარი + 200 ლარი ქვაბის მონტაჟის |
| ჯამში | 1700 ლარი ქვაბის და მონტაჟის + 120 ლარი რამდენი აბაზანაც არის ბინაში + 35 ლარი თითო ბინის კვადრატულზე. | 2700 ლარი ქვაბის და მონტაჟის + 350 ლარი რამდენი აბაზანაც არის + 60 ლარი თითო ბინის კვადრატულზე |
| გაუთვალისწინებელი ხარჯები | ჯამური თანხის 10% | ჯამური თანხის 10% |
მაგალითისთვის რომ ავიღოთ 60 კვადრატული ბინის ფართი 1 აბაზანით
თურქული მასალით გათბობა დაგიჯდებათ: 1700 ქვაბის და მონტაჟის + 120 ლარი აბაზანის საშრობისთვის + რადიატორი, მილები, ფიტინგებისა და ხელობისთვის 35*60=2100 ლარი ჯამში 3920 ლარი. გაუთვალისწინებელი ხარჯებიანად 4300 ლარი.
დათვალე ხარჯები სანამ დაიწყებ რემონტს.
Datvale.ge -ზე შეგიძლიათ გამოიანგარიშოთ რემონტის ხარჯები ჩვენი დეტალური კალკულატორის საშუალებით რამდენიმე წამში. დეტალური კალკულაციის გასაკეთებლად ეწვიეთ ბმულს: რემონტის კალკულატორი
თურქული მასალებით (ეკონომ პაკეტი) სრული მონტაჟი, გაუთვალისწინებელი ხარჯების ჩათვლით, დაახლოებით 4,300 ლარი ჯდება. ევროპული მასალებითა და ალუმინის რადიატორებით (პრემიუმ პაკეტი) კი ბიუჯეტი საშუალოდ 7,000-დან 8,500 ლარამდე მერყეობს.
არა, იატაკის აყრა აუცილებელი არ არის. საუკეთესო გამოსავალი გარე გაყვანილობაა, როდესაც მილები კედლის გასწვრივ, პლინტუსების ზემოთ გადის. ეს მეთოდი გიცავთ ნგრევისა და პარკეტის დაზიანებისგან.
მომხმარებლებისთვის მოქმედებს სპეციალური ექსკლუზიური ფასდაკლება ჩვენს პარტნიორთან — Celsiusi-ში, იტალიური ბრენდის, ARISTON-ის გათბობის ქვაბებზე.
ასეთ ხარჯებში შედის მილების ტრანსპორტირება (ვინაიდან ისინი 4 მეტრიანია და მოღუნვა არ შეიძლება), მუშების დაქირავება მასალების ასატანად და სხვა წვრილმანები. რეკომენდებულია, ყოველთვის გადადოთ ბიუჯეტის დამატებით 10% მსგავსი ხარჯებისთვის
საშუალოდ, ევროპული სექციური რადიატორის ერთი სექცია 1.5 კვადრატულ მეტრს ათბობს. ზუსტი ხარჯთაღრიცხვისა და კალკულაციისთვის კი შეგიძლიათ გამოიყენოთ Datvale-ს დეტალური რემონტის კალკულატორი.