რემონტის დროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარჯი გათბობის სისტემის მოწყობაზე მოდის. როდესაც ხარისხიანი ევროპული ბრენდის შერჩევა გვინდა, ფასი ხშირად ბიუჯეტს აჭარბებს. სწორედ ამიტომ, Datvale.ge და კომპანია „ცელსიუსი“ გაერთიანდნენ, რათა ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო პირობები შევთავაზოთ.

იტალიური ბრენდი Ariston ათწლეულებია ლიდერია გათბობის ბაზარზე. როცა ვსაუბრობთ იმაზე, თუ რატომ უნდა შეიძინოთ Ariston-ის გათბობის ქვაბი ფასდაკლებით, პირველ რიგში, მის საიმედოობას ვგულისხმობთ. ეს ქვაბები ადაპტირებულია ადგილობრივი წყლისა და გაზის წნევის ცვალებადობაზე, რაც მათ გამძლეობას მნიშვნელოვნად ზრდის.
ეკონომია და ენერგოეფექტურობა: როგორ დავზოგოთ გადასახადები?
ხშირად მომხმარებლები მხოლოდ ყიდვის ფასს უყურებენ, თუმცა რეალური ეკონომია ყოველთვიურ გადასახადებშია. Ariston-ის თანამედროვე ქვაბები გამოირჩევა მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტით (მქკ).

ჭკვიანი თერმოსტატები და კონდენსაციური ტექნოლოგია გაზის მოხმარებას 30%-მდე ამცირებს.
Smart ფუნქციები:
ტელეფონით მართვის შესაძლებლობა საშუალებას გაძლევთ, გათბობა მხოლოდ მაშინ ჩართოთ, როცა სახლში ხართ.
ექსკლუზიური ფასდაკლება Datvale.ge-ს და „ცელსიუსისგან“
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „ცელსიუსი“, რომელიც Ariston-ის ექსკლუზიური შემომტანია საქართველოში, ჩვენს მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.
მხოლოდ დათვალეს მომხმარებლებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება Ariston-ის გათბობის ქვაბების სრულ ასორტიმენტზე.
ეს ნიშნავს, რომ თქვენ იღებთ პრემიუმ ხარისხს იმ ფასად, რაც ჩვეულებრივ ბიუჯეტურ მოდელებს აქვთ.

სანამ მაღაზიაში წახვალთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა სიმძლავრის ქვაბი გჭირდებათ. არასწორად შერჩეული სიმძლავრე ან ვერ გაათბობს სახლს, ან ზედმეტ ენერგიას დახარჯავს.
ზოგადი გათვლით:
18 კვტ სიმძლავრე:საკმარისია 80 კვ.მ-მდე ფართისთვის
24 კვტ სიმძლავრე: საკმარისია 120 კვ.მ-მდე ფართისთვის.
28-30 კვტ სიმძლავრე: რეკომენდებულია 150 კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე სახლებისთვის.
35 კვტ და მეტი: დიდი კერძო სახლებისთვის.
როგორ ვისარგებლოთ 20%-იანი ფასდაკლებით?
ფასდაკლების მიღების პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია. თქვენ არ გჭირდებათ რთული პროცედურების გავლა:
1)შეიძინეთ ნებისმიერი Datvale-ს პაკეტებიდან ერთ-ერთი
2)აჩვენეთ ცელსიუსის ქსელში ნებისმიერ კოსულტანტს აქტიური წევრობა
3)დაზოგეთ იტალიაში დამზადებული მსოფლიო ერთ-ერთ საუკეთესო ბრენდის ქვაბზე და ისეამოვნეთ რემონტის პროცესით.
Datvale.ge-ის სრული პარტნიორების სიის სანახავად ეწვიეთ ბმულს : Datvale-პარტნიორები