რა ჯდება აბაზანის რემონტი? დეტალური ხარჯები და კალკულაცია

აბაზანის რემონტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად ყველაზე ხარჯიანი სამუშაოა ბინის რემონტის დროს. ბევრი ადამიანი რემონტის დაწყებამდე ცდილობს გაიგოს, რა ჯდება აბაზანის რემონტი , რა დაჯდება მასალა და ხელობა , რათა თავიდან აიცილოს გაუთვალისწინებელი ხარჯები.

შეავსე ონლაინ კალკულატორი და გაიგე 👉 რამდენი დაგიჯდება აბაზანის რემონტი

ამ სტატიაში განვიხილავთ 4 მ² აბაზანის მაგალითს და ვნახავთ რა მასალებია საჭირო, რა ღირს ხელობა და რა ბიუჯეტი შეიძლება დაგჭირდეთ

4 მ² აბაზანისთვის საჭირო ძირითადი მასალები

საშუალოდ 4 მ² აბაზანის შემთხვევაში კედლების ფართობი დაახლოებით 24 მ²-ია.

მასალარაოდენობა
ყვითელი ქვიშა40 ტომარა
შავი ქვიშა20 ტომარა
ცემენტი8 ტომარა
მაიაკი8 ცალი
ჰიდროიზოლაცია4 კგ
წებოცემენტი16 ტომარა
კლიფსი4 შეკვრა
კაფელ-მეტლახი40 მ²
ფუგა4 კგ

საშუალოდ 1 მ² აბაზანაზე საჭიროა:

ყვითელი ქვიშა — 10 ტომარა
შავი ქვიშა — 5 ტომარა
ცემენტი — 2 ტომარა
ჰიდროიზოლაცია — 1 კგ
წებოცემენტი — 4 ტომარა
კლიფსი — 1 შეკვრა
ფუგა — 1 კგ
კაფელ-მეტლახი — დაახლოებით 10 მ²

თუ გსურთ თქვენი აბაზანის ზუსტი ღირებულების დათვლა, გამოიყენეთ რემონტის კალკულატორი.

შექმენი შენი აბაზანის ვიზუალი Datvale.ge

 

მასალების საშუალო ფასები

მასალაფასი
ყვითელი ქვიშა2 ₾
შავი ქვიშა2 ₾
ცემენტი18 ₾
მაიაკი2 ₾
ჰიდროიზოლაცია20 ₾
წებოცემენტი18 ₾
კლიფსი22 ₾
ფუგა15 ₾

კაფელ-მეტლახის ფასი დამოკიდებულია დიზაინზე, ზომასა და ბრენდზე. ყველაზე გავრცელებული ფასებია:

40 ₾ / მ²
60 ₾ / მ²
80 ₾ / მ²

ზუსტი ბიუჯეტის მისაღებად გამოიყენეთ ონლაინ რემონტის კალკულატორი.

ხელობის ღირებულება

აბაზანის რემონტის დროს ყველაზე მოთხოვნადი სამუშაოებია:

ლესვა და მოჭიმული იატაკი — 20 ₾ / მ²
კაფელ-მეტლახის მონტაჟი — 50 ₾ / მ²

სანტექნიკა და აქსესუარები

პროდუქტისაშუალო ფასი
გამწოვი80 ₾
საშრობი200 ₾
უნიტაზი500 ₾
ხელსაბანის ონკანი250 ₾
დუშის კომპლექტი700 ₾
ჰიგიენური ონკანი150 ₾
ხელსაბანი ნიჟარა600 ₾
დუშის შუშა400 ₾

რა ჯდება აბაზანის რემონტი 4 კვ.მ

თუ კაფელ-მეტლახის ფასი 40 ₾/მ²-ია, ზემოთ ჩამოთვლილი მასალების, ხელობისა და სანტექნიკის გათვალისწინებით, 4 მ² აბაზანის სრული რემონტის საორიენტაციო ღირებულება შეადგენს:

8,366 ₾

საშუალო ფასების მიხედვით:

40 ₾/მ² კაფელი — დაახლოებით 8,366 ₾
60 ₾/მ² კაფელი — დაახლოებით 9,166 ₾
80 ₾/მ² კაფელი — დაახლოებით 9,966 ₾

თქვენი ფართობისა და მასალების მიხედვით ზუსტი ღირებულების დასათვლელად გამოიყენეთ რემონტის კალკულატორი.

როგორ დაითვალოთ თქვენი აბაზანის რემონტის ღირებულება?

ყველა პროექტი განსხვავებულია. საბოლოო ფასი დამოკიდებულია:

✔ აბაზანის ფართობზე
✔ კედლების სიმაღლეზე
✔ კაფელ-მეტლახის ხარისხზე
✔ სანტექნიკის ბრენდზე
✔ ხელობის ფასზე
✔ დამატებით სამუშაოებზე

რემონტის დაწყებამდე სასურველია წინასწარ შეადგინოთ დეტალური ხარჯთაღრიცხვა და განსაზღვროთ რეალური ბიუჯეტი.

რჩევების და ვიდეოს სანახავად გამოიწერეთ გვერდი: facebook.com/datvale.ge

📚 ასევე წაიკითხეთ

🔹 რა ჯდება სტუდიოს ტიპის ბინის რემონტი?

🔹 ინტერიერის დიზაინის ტენდენციები საქართველოში 2026 წელს

🔹 რა ღირს შავი კარკასის რემონტი საქართველოში 2026 წელს?

🔹 რემონტის მასალის ფასი 2026 – როგორ დაზოგოთ თანხა სამშენებლო მასალებზე?

🔹 რემონტის ხელობის ფასი 2026 – რა ღირს ბინის რემონტი საქართველოში?

×

ავტორიზაცია

ანგარიშის შექმნა

ანგარიშის შექმნით თქვენ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას

×

შერჩეული პაკეტი

თქვენი შერჩეული პაკეტის დეტალები

იტვირთება...