როგორ ააშენო სახლი ან გაარემონტო ბინა დისტანციურად? თუ ემიგრაციაში ცხოვრობთ და საქართველოში მშენებლობას ან რემონტს გეგმავთ, ეს სტატია თქვენთვისაა.
როგორ უნდა გააკონტროლო ბიუჯეტი? როგორ უნდა დარწმუნდე, რომ სამუშაოები სწორად სრულდება? როგორ უნდა აიცილო თავიდან ზედმეტი ხარჯები?
სწორედ ამ კითხვებზე გაგცემთ პასუხს ამ სტატიაში.
მიუთითეთ სართულების რაოდენობა, თითო სართულის ფართობი და თქვენი პროექტისთვის გათვალისწინებული სავარაუდო ფასი 1 მ²-ზე. მიიღებთ მშენებლობის საწყის ბიუჯეტს.
თუ ბინის ან უკვე აშენებული სახლის რემონტს გეგმავთ, მიუთითეთ ფართობი და თქვენს პროექტზე გათვალისწინებული სავარაუდო ფასი 1 მ²-ზე.
თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით უკვე შესაძლებელია მშენებლობისა და რემონტის პროცესის მართვა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
მთავარია წინასწარ დაგეგმოთ ბიუჯეტი, შეარჩიოთ სანდო პარტნიორები და გამოიყენოთ სწორი ინსტრუმენტები.
როდესაც საქართველოში არ იმყოფებით, ხშირად გადაწყვეტილებებს სხვების მონაყოლით იღებთ.
გეუბნებიან:
საბოლოოდ კი პროექტი გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე თავიდან იყო დაგეგმილი.
ამ პრობლემის თავიდან აცილების ერთ-ერთი საუკეთესო გზა წინასწარი და დეტალური დაგეგმვაა.
თუ სახლის აშენებას გეგმავთ, სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია წინასწარ იცოდეთ მშენებლობის ფასი და პროექტის სავარაუდო სრული ბიუჯეტი.
ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Datvale.ge-ის მშენებლობის კალკულატორი , რომელიც დაგეხმარებათ წინასწარ განსაზღვროთ მასალების, სამუშაოებისა და დამატებითი ხარჯების სავარაუდო ღირებულება.
ეს საშუალებას მოგცემთ:
სახლის აშენების ან ბინის შეძენის შემდეგ იწყება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი — რემონტი.
ელექტროობა, სანტექნიკა, გათბობა, კედლები, იატაკი, განათება, კარებები და აბაზანა — თითოეულ მათგანს საკუთარი ბიუჯეტი სჭირდება.
რემონტის დაწყებამდე სასურველია ზუსტად იცოდეთ, რა თანხასთან გაქვთ საქმე.
თუ გსურთ წინასწარ განსაზღვროთ რემონტის ფასი , გამოიყენეთ Datvale-ის რემონტის კალკულატორი და დაითვალეთ მასალებისა და სამუშაოების სავარაუდო სრული ღირებულება.
ხშირად ადამიანები ითვლიან მშენებლობისა და რემონტის ხარჯებს, მაგრამ ავიწყდებათ ავეჯი.
სინამდვილეში კი:
შეიძლება საბოლოო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოჩნდეს.
ამიტომ სასურველია ავეჯის ღირებულებაც წინასწარ გათვალოთ.
დისტანციურად მშენებლობის ან რემონტის მართვისას ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა.
სწორედ ამიტომ Datvale.ge-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ პირადი მრჩევლის მომსახურებით.
პირადი მრჩეველი დაგეხმარებათ:
როდესაც საქართველოში არ იმყოფებით, გამოცდილ სპეციალისტთან კონსულტაცია ხშირად მნიშვნელოვანი თანხის დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა.
რემონტისა და მშენებლობის ხარისხი მხოლოდ ბიუჯეტზე არ არის დამოკიდებული.
მნიშვნელოვანია, ვის ანდობთ სამუშაოს შესრულებას.
თუ ეძებთ გამოცდილ სარემონტო კომპანიას, შეგიძლიათ გაეცნოთ მწვანე ფერს .
ემიგრაციაში გამომუშავებული ფული დიდი შრომის შედეგია.
ამიტომ საქართველოში სახლის აშენება ან ბინის რემონტი არ უნდა დაიწყოს ვარაუდებით.
ჯერ დაითვალეთ მშენებლობის, რემონტის და ავეჯის სავარაუდო ღირებულება, მიიღეთ პროფესიონალური რჩევა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ სამუშაოები.
Datvale.ge — ყველაფერი, რაც მშენებლობისთვის, რემონტისა და ავეჯისთვის გჭირდებათ, ერთ სივრცეში.
გამოიყენეთ Datvale.ge-ის სრული კალკულატორები და მიიღეთ თქვენი პროექტისთვის დეტალური სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა.
შეიყვანეთ თქვენი ელ. ფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით პაროლის აღდგენის ინსტრუქციას.
იტვირთება...