ინტერიერის დიზაინის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპები

ინტერიერის დიზაინის 4 ოქროს წესი: როგორ შევქმნათ ჰარმონიული გარემო

ინტერიერის დიზაინის შექმნისას მთავარი ამოცანაა სივრცე გარდავქმნათ ჰარმონიულ გარემოდ, სადაც ყველაფერი – ფერები, ფორმები, ავეჯი და დეტალები – ერთმანეთს ავსებენ და ერთიანობას ქმნიან. დიზაინში შემთხვევითი არაფერია, თითოეულ ელემენტს თავისი დანიშნულება და ეფექტი აქვს.

ქვემოთ განვიხილავთ იმ მთავარ პრინციპებს, რომლებიც დაგეხმარებათ სახლის გემოვნებით მოწყობაში.

ფერთა შეხამება და ჰარმონია ინტერიერის დიზაინში

ფერები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია სივრცის გასაერთიანებლად. თუ სწორად შეარჩევთ 3-4 ფერს და მათ თანმიმდევრულად გამოიყენებთ სახლის სხვადასხვა ზონაში, მიიღებთ დასრულებულ და დახვეწილ ვიზუალს.

მთავარი პრინციპი აქ არის ბალანსი – ფერები არ უნდა გადაიძალოს, არამედ უნდა ავსებდნენ ერთმანეთს. ფერთა სწორი პალიტრის შერჩევა რემონტის დაწყებამდე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია.

ბალანსი და ზონირება: სიმეტრიული და ასიმეტრიული განლაგება

ინტერიერში ავეჯისა და დეკორის განაწილება გადამწყვეტ როლს თამაშობს. წონასწორობის სამი ძირითადი სტილი არსებობს

სიმეტრიული ბალანსი:

ტრადიციულ ინტერიერებში უფრო ხშირად გვხვდება. ეს არის, როდესაც ორი მხარე ერთმანეთს ზუსტად იმეორებს (მაგალითად, ორი ერთნაირი დივანი ბუხრის ორივე მხარეს). სიმეტრია ქმნის სტაბილურობას და წესრიგის განცდას.

ასიმეტრიული ბალანსი

თანამედროვე ინტერიერების სტილია. აქ ელემენტები ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ მაინც ქმნის ვიზუალურ წონასწორობას. ასიმეტრია უფრო თავისუფალ, მხიარულ და დინამიკურ ხასიათს სძენს სივრცეს. თუმცა მისი მიღწევა უფრო რთულია და დახვეწილ ხედვას საჭიროებს.

რადიული ბალანსი:

შედარებით იშვიათი მიდგომაა, როდესაც ყველა ელემენტი ცენტრალური წერტილის ირგვლივ არის განლაგებული. ამის მაგალითია სპირალური კიბე ან ჭაღი. სწორად გამოყენებისას, რადიული ბალანსი სივრცეს დაუვიწყარ ეფექტს ანიჭებს

ფოკუსური წერტილის შექმნა: როგორ გავაცოცხლოთ მოსაწყენი ოთახი

ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მოწყენილობის თავიდან აცილება. სწორედ ამიტომ, თითოეულ კარგად დაგეგმილ სივრცეს სჭირდება “ფოკუსური წერტილი” – ელემენტი, რომელიც ოთახში შესვლისას პირველივე შეხედვით იპყრობს ყურადღებას.

ფოკუსური წერტილი შეიძლება იყოს:

  • ბუხარი;
  • დიდი, ეფექტური ნახატი კედელზე;
  • ფერადი დივანი;
  • აქცენტური განათება.

თუ ბუნებრივი ფოკუსური წერტილი არ არსებობს, შეგიძლიათ თავად შექმნათ კონტრასტული ავეჯით ან დეკორაციით. მთავარია, ის ორგანულად ერწყმოდეს საერთო სტილს.


კონტრასტი ინტერიერში: ფაქტურებისა და ფერების თამაში

კონტრასტი დიზაინის ის ეფექტური ხერხია, რომელიც სივრცეს “ხასიათს” აძლევს. იგი მიიღება განსხვავებული ელემენტების კომბინაციით – მაგალითად:

  • შავი და თეთრი ფერების შეხამება;
  • გეომეტრიული ფიგურების კომბინაცია (წრეები და ოთხკუთხედები);
  • ხის ბუნებრივი ფაქტურის შერწყმა მინის ან ლითონის ელემენტებთან.

კონტრასტი სივრცეს აცოცხლებს და ხდის უფრო დინამიკურს, თუმცა მნიშვნელოვანია ზომიერება, რათა არ დაირღვეს საერთო ჰარმონია.

თუ რემონტის დაგეგმვას აპირებ არ დაგავიწყდეს ისარგებლო დათვალეს სერვისებით.

×

ავტორიზაცია

ანგარიშის შექმნა

ანგარიშის შექმნით თქვენ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას

×

შერჩეული პაკეტი

თქვენი შერჩეული პაკეტის დეტალები

იტვირთება...