პარკეტის დაგების ფასი – Datvale

პარკეტის დაგების ფასი - პარკეტის კალკულატორი

შეარჩიეთ პარკეტის ძირითადი მონაცემები

მ²
გთხოვთ, სწორად მიუთითოთ იატაკის ფართობი.
✓ უფასო დათვლა გამოყენებულია

შემდეგი დათვლისთვის საჭიროა პაკეტი

თქვენ გამოიყენეთ ერთი უფასო კალკულაცია. შემდეგი კალკულაციისთვის აირჩიეთ თქვენთვის სასურველი პაკეტი.

აირჩიე პაკეტი
📐

არჩეული პარკეტი

იატაკის ფართობი—
პარკეტის ტიპი—
ხის სახეობა—
წყობის ტიპი—
შესაძენი პარკეტი მარაგით—
🪵

პარკეტის მასალა

საბაზრო ფასი 1 მ²-ზე—
პარკეტის მასალის სრული ღირებულება—
პარკეტის მასალა: —
🧱

ფანერის საფუძველი

12 მმ არყის ფანერა + 10% მარაგი—
ფანერის მასალა—
ხის შურუპები და სამაგრები—
ფანერის დაგების ხელობა—
ფანერის საფუძველი: —
🧴

წებო და დამხმარე ქიმია

პარკეტის წებო — საშუალოდ 1.2 კგ/მ²—
წებოს ღირებულება—
პრაიმერი / გრუნტი—
ფითხი და მცირე დამხმარე მასალა—
წებო და ქიმია: —
🔨

პარკეტის დაგება

პარკეტის დაგების ხელობა—
საორიენტაციო ფასი 1 მ²-ზე—
პარკეტის დაგება: —
✨

ციკლოვკა და დამცავი საფარი

ციკლოვკა / ფინალური მოხვეწა—
სამფენიანი ხარისხიანი ლაქი—
ლაქის წასმის ხელობა—
ციკლოვკა და ლაქი: —

2 ხარჯების შეჯამება

მასალები —
ხელობა —
დამხმარე მასალა —
გაუთვალისწინებელი — 5% —
პარკეტის მოწყობის სავარაუდო სრული ღირებულება —

გსურთ კომპანიის კონსულტაცია?

მოითხოვეთ კომპანიის ზარი და დაგიკავშირდებიან დამატებითი ინფორმაციისთვის.

პარკეტის დაგების ფასი 1 მ²-ზე – 2026

მასალით და ხელობით, დათვლილია ჩვენი პარკეტის კალკულატორით (პირდაპირი დაგება)

კლასიკური – წიფელი

≈ 348 ₾/მ²

ფანერა, წებო, დაგება, ხეხვა და ლაქი

კლასიკური – მუხა

≈ 376 ₾/მ²

ყველაზე პოპულარული არჩევანი

სამშრიანი პარკეტი

279–392 ₾/მ²

წიფელიდან კაკლამდე, ქარხნული ფინიშით

მხოლოდ ხელობა

≈ 87 ₾/მ²

კლასიკური: ფანერის მონტაჟი, დაგება, ხეხვა

ზუსტი ფასი დამოკიდებულია ფართობზე, მასალაზე და სამუშაოს მოცულობაზე – დაითვალე შენი ობიექტისთვის კალკულატორით ზემოთ ↑

DATVALE.GE პარტნიორები

სპეციალური შეთავაზებები

ისარგებლეთ Datvale-ის პარტნიორი კომპანიების სპეციალური პირობებით რემონტის, მშენებლობისა და ინტერიერის მიმართულებით.

New Light

განათების მაღაზია

განათების საერთაშორისო ბრენდების ფართო არჩევანი, მათ შორის Philips, Eglo, Artemide, Luceplan, Vibia, Osram და სხვა.

Nova

სამშენებლო და სარემონტო ჰიპერმარკეტი

სამშენებლო და სარემონტო პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, საკუთარი წარმოება და საერთაშორისო ბრენდების პროდუქცია რემონტისა და მშენებლობისთვის.

VitrA Georgia

სანტექნიკა და კერამიკული ფილები

აბაზანის სანტექნიკისა და კერამიკული ფილების ფართო არჩევანი, სრული აბაზანის თანამედროვე და ფუნქციური მოწყობისთვის.

Caparol

საღებავები და მოსაპირკეთებელი მასალები

ინტერიერისა და ფასადის საღებავების, დეკორატიული და მოსაპირკეთებელი მასალების საერთაშორისო ბრენდი.

თბილისი — პეტრე ქავთარაძის ქ. 8 • 599 44 55 67 თბილისი — სამტრედიის ქ. 15 • 599 58 26 25 ბათუმი — პუშკინის ქ. 35 • 558 04 04 96

პარკეტის დაგების ფასი საქართველოში 2026 წელს

პარკეტის დაგების ფასი დამოკიდებულია პარკეტის ტიპზე, ხის სახეობაზე, წყობის ფორმაზე, იატაკის საფუძვლის მდგომარეობასა და საჭირო დამატებით სამუშაოებზე. კლასიკური პარკეტის და სამშრიანი პარკეტის მონტაჟის ტექნოლოგია ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომ საბოლოო ღირებულებაც განსხვავებული გამოდის.

Datvale-ის პარკეტის კალკულატორი საშუალებას გაძლევთ წინასწარ განსაზღვროთ პარკეტის მოწყობის სავარაუდო სრული ღირებულება. მიუთითეთ იატაკის ფართობი, შეარჩიეთ პარკეტის ტიპი, ხის სახეობა და წყობის ფორმა, ხოლო კალკულატორი ავტომატურად დაითვლის მასალებსა და ხელობას.

რისგან შედგება პარკეტის დაგების ფასი?

პარკეტის დაგების ფასი მხოლოდ თავად პარკეტის მონტაჟს არ მოიცავს. კლასიკური პარკეტის შემთხვევაში ხშირად საჭიროა ფანერის მოწყობა, შურუპები, სპეციალური წებო, პრაიმერი, დამხმარე მასალები, პარკეტის დაგება, ციკლოვკა და დამცავი ლაქის სისტემა.

სამშრიანი პარკეტის შემთხვევაში სამუშაო პროცესი შედარებით მარტივია, რადგან მასალა ქარხნულად დასრულებული ზედაპირით იყიდება და დამატებითი ციკლოვკა და ლაქირება უმეტეს შემთხვევაში საჭირო აღარ არის.

ამიტომ პარკეტის დაგების ფასი სწორად უნდა შეფასდეს სრული სამუშაო ციკლის მიხედვით.

კლასიკური პარკეტის ფასი

კლასიკური პარკეტი ერთ-ერთი ტრადიციული და გამძლე იატაკის საფარია. მისი ფასი დამოკიდებულია ხის სახეობაზე, პარკეტის ზომაზე და ხარისხზე.

მუხის პარკეტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვარიანტია. ასევე გამოიყენება წიფელი, აკაცია და კაკალი. სხვადასხვა ხის სახეობა განსხვავდება როგორც ფასით, ისე სიმტკიცით, ფერით და ვიზუალური ეფექტით.

კლასიკური პარკეტის შემთხვევაში საბოლოო ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი უკავია არა მხოლოდ მასალას, არამედ საფუძვლის მომზადებას, მონტაჟს და საბოლოო დამუშავებას.

სამშრიანი პარკეტის ფასი

სამშრიანი პარკეტი მზადდება რამდენიმე ფენისგან და ზედა ფენა ბუნებრივი ხისაა. მისი ერთ-ერთი უპირატესობაა ზომების სტაბილურობა და სწრაფი მონტაჟი.

სამშრიანი პარკეტის დაგების ფასი ჩვეულებრივ კლასიკურ პარკეტთან შედარებით უფრო მარტივად დასათვლელია, რადგან ბევრი მოდელი უკვე მზა ზედაპირით იყიდება.

მისი საბოლოო ღირებულება დამოკიდებულია ბრენდზე, ხის სახეობაზე, ზედა ფენის სისქეზე, დაფის ზომაზე და მონტაჟის მეთოდზე.

პარკეტის წყობის ფასი

წყობის ფორმა პარკეტის მონტაჟის ხელობის ფასზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.

ყველაზე მარტივი ვარიანტია კლასიკური სწორი წყობა. უფრო რთულია იოლკის ტიპის წყობა, რადგან საჭიროა მეტი სიზუსტე და მეტი ჭრა.

ფრანგული იოლკა კიდევ უფრო რთული სამუშაოა და შესაბამისად ხელობის ფასიც უფრო მაღალია. რთული წყობის დროს იზრდება მასალის დანაკარგიც, ამიტომ პარკეტის შესაძენი რაოდენობა მხოლოდ ოთახის სუფთა ფართობით არ უნდა განისაზღვროს.

ფანერის და წებოს ღირებულება

კლასიკური პარკეტის მოწყობისას ხშირად გამოიყენება 12 მმ ფანერა, რომელიც ქმნის სტაბილურ საფუძველს. ფანერის ღირებულებას ემატება შურუპები და მისი მონტაჟის ხელობა.

პარკეტის წებოს ფასი დამოკიდებულია მწარმოებელზე და წებოს ტიპზე. მაღალი ხარისხის წებო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუნებრივი ხის იატაკის შემთხვევაში, რადგან ის გავლენას ახდენს პარკეტის სტაბილურობასა და მომსახურების ხანგრძლივობაზე.

პარკეტის კალკულატორი ამ მასალებს ავტომატურად ითვალისწინებს შესაბამისი პარკეტის ტიპის მიხედვით.

ციკლოვკის და ლაქის ფასი

კლასიკური პარკეტის დაგების შემდეგ საჭიროა ზედაპირის ციკლოვკა და საბოლოო დამუშავება.

ციკლოვკის ფასი დამოკიდებულია იატაკის მდგომარეობაზე, გამოყენებულ აპარატურასა და სამუშაოს სირთულეზე. ხარისხიანი ციკლოვკა ზედაპირს ასწორებს და ამზადებს ლაქის ან ზეთის დასატანად.

ლაქის ღირებულება დამოკიდებულია პროდუქტზე, ფენების რაოდენობასა და ფართობზე. რამდენიმე ფენის ხარისხიანი ლაქი იცავს ხეს ცვეთისგან, ტენიანობისგან და ყოველდღიური დატვირთვისგან.

რა ცვლის პარკეტის საბოლოო ფასს?

პარკეტის საბოლოო ღირებულებაზე ყველაზე მეტად მოქმედებს იატაკის ფართობი, პარკეტის ტიპი, ხის სახეობა და არჩეული წყობა.

ასევე მნიშვნელოვანია არსებული იატაკის მდგომარეობა. თუ საფუძველი მოსასწორებელია ან დამატებითი მოსამზადებელი სამუშაოებია საჭირო, სრული პარკეტის დაგების ფასი შეიძლება გაიზარდოს.

რთული ფორმის ოთახები, ბევრი კუთხე და დიაგონალური ან დეკორატიული წყობა ასევე ზრდის როგორც მასალის დანაკარგს, ისე მონტაჟის ხელობას.

როგორ გამოვიყენოთ პარკეტის კალკულატორი?

მიუთითეთ იატაკის ფართობი და შემდეგ შეარჩიეთ პარკეტის ტიპი. ამის შემდეგ აირჩიეთ სასურველი ხის სახეობა და წყობის ფორმა.

კალკულატორი ავტომატურად გამოთვლის საჭირო პარკეტის რაოდენობას, მასალის ღირებულებას, ფანერას, წებოს, დამხმარე მასალებს და შესაბამის ხელობას.

კლასიკური პარკეტის შემთხვევაში ასევე დაითვლება ციკლოვკისა და დამცავი საფარის ხარჯი.

მიღებული შედეგი დაგეხმარებათ წინასწარ განსაზღვროთ ბიუჯეტი და შეადაროთ სხვადასხვა ტიპის პარკეტის დაგების ფასი.გამოგვყევით Facebook-ზე და YouTube-ზე.

ხშირად დასმული კითხვები პარკეტის დაგებაზე

რამდენია პარკეტის დაგების ფასი?

პარკეტის დაგების ფასი დამოკიდებულია პარკეტის ტიპზე, ფართობზე, ხის სახეობაზე, წყობის ფორმაზე, საფუძვლის მდგომარეობასა და დამატებით სამუშაოებზე. სრული ხარჯის დასათვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ პარკეტის კალკულატორი.

კლასიკური თუ სამშრიანი პარკეტი უფრო მარტივად იგება?

სამშრიანი პარკეტი ხშირად ქარხნულად დასრულებული ზედაპირით იყიდება და მისი მონტაჟი შეიძლება შედარებით მარტივი იყოს. კლასიკური პარკეტი კი ხშირად დამატებით მოითხოვს ფანერას, წებოს, ციკლოვკასა და საბოლოო დამუშავებას.

პარკეტის დაგებისას ფანერა აუცილებელია?

ფანერის საჭიროება დამოკიდებულია პარკეტის ტიპზე, მონტაჟის მეთოდსა და იატაკის საფუძვლის მდგომარეობაზე. კლასიკური პარკეტის შემთხვევაში ფანერა ხშირად გამოიყენება სტაბილური საფუძვლის შესაქმნელად.

რა ზრდის პარკეტის დაგების ფასს?

საბოლოო ფასზე გავლენას ახდენს რთული წყობა, მასალის ტიპი, დამატებითი საფუძვლის მომზადება, მეტი მასალის დანაკარგი, ციკლოვკა და დამცავი საფარი.

პარკეტის მოვლა დაგების შემდეგ

პარკეტის სწორად მოვლა მნიშვნელოვანია ბუნებრივი ხის ზედაპირის კარგი მდგომარეობის შესანარჩუნებლად. საჭიროა ტენიანობის კონტროლი, შესაბამისი საწმენდი საშუალებების გამოყენება და ზედაპირის მექანიკური დაზიანებისგან დაცვა. დეტალური რჩევებისთვის ნახეთ პარკეტის მოვლისა და იატაკის გაწმენდის წესები .

×

ავტორიზაცია

ანგარიშის შექმნა

ანგარიშის შექმნით თქვენ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას

×

პაკეტის დეტალები

იტვირთება...