რემონტის დაწყებისას ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვაა: „რა ღირს მალიარკა?“. კედლების მომზადება და შეღებვა ბინის ვიზუალის 70%-ს განსაზღვრავს, ამიტომ ამ ეტაპზე დაზოგვა ხშირად ხარისხის დაკარგვას ნიშნავს. 2025 წელს სარემონტო ბაზარზე ფასები საგრძნობლად შეიცვალა.

თუ გგონიათ, რომ ფასებს მხოლოდ მასალების გაძვირება ზრდის, ცდებით. საქსტატის (Geostat) 2025 წლის მონაცემებით, სამშენებლო სექტორში ფასების დინამიკა ასეთია:
ეს სტატისტიკა ნათლად აჩვენებს: რემონტის ბიუჯეტის ზრდა ძირითადად ხელობის ფასის მატებითაა გამოწვეული.
მონაცემები ეყრდნობა 2025 წლის ოქტომბრის ანგარიშს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ოფიციალური ვებ-გვერდიდან. მშენებლობის ღირებულების ინდექსი სანახავად ეწვიეთ ლინკს
იმისათვის, რომ ზუსტად განსაზღვროთ ბიუჯეტი, უნდა იცოდეთ, რისგან შედგება „მალიარკა“. ქვემოთ მოცემულია საშუალო ფასები თბილისში: მალიარკის ფასი განსხვავდება ძველი რემონტის და სტანდარტული მწვანე კარკასის ბინებში ფასები :
| დასახელება | ძველი რემონტი ფასი | მწვანე კარკასი ფასი |
| მალიარკა (შპალერის გაკვრა) | 25-30 ლარი | 20-25 ლარი |
| მალიარკა (შეღებვა ფრიზელინის გაკვრით) | 25-35 ლარი | 20-30 ლარი |
| გრძივი მეტრი | 0-25 ლარი | 0-20 ლარი |
ფასზე მოლაპარაკების დროს მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ. კვადრატულ მეტრის დაანგარიშების გარდა დამატებით არის გადასახდელი თუ არა გრძივი მეტრის ფასი. ხშირია როდესაც მალიარები სამალიარო კუთხოვანის დადების თანხას (ბინაში სადაც კედლები 90 გრადუსიან გარე კუთხეებს ქმნიან საჭიროა დაედოს სამალიარო კუთხოვანა) დამატებით გრძივ მეტრაში იღებენ. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მალიარი გულისხმობდეს ფიქსირებულ ნებისმიერ თანხას 5, 10 ან 15 ლარს, ასევე შესაძლებელია ზუსტად იგივე თანხა იყოს რაც კვადრატულზე მოელაპარაკეთ.
როდესაც ჭერზე გაკრულია თაბაშირ-მუყაო (გიფსო-კარდონი) იატაკის კვადრატულობაზე დაახლოებით 3,5 – 4 ჯერ მეტია სამალიარო კვადრატულობა, რაც კვადრატულზე საშუალოდ:
ძველი რემონტის ბინაში : 120 – 180 ლარია
მწვანე კარკასის ბინაში: 100-150 ლარია.
როდესაც ჭერზე გაჭიმულია გასაჭიმი ჭერი, ჭერს შეღებვა აღარ ჭირდება რაც ამცირებს მალიაკის ფასს , ერთ კვადრატულ მეტრზე. ასეთ შემთხვევაში ბინის იატაკის კვადრატულობაზე, სამალიარო კვადრატულობა 2,5-3 ჯერ მეტია, რაც კვადრატულზე საშუალოდ:
ძველი რემონტის ბინაში : 100 – 150 ლარია
მწვანე კარკასის ბინაში: 80-130 ლარია.

საღებავის არჩევისას გაითვალისწინეთ: კაპაროლი გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის საღებავებს, განსხვავებული გამოყენებებისთვის. მათ ოფიციალური მაღაზიებიდან რამდენიმეში კი Datvale.ge -ის მომხმარებლებს აქვთ 10% ფასდაკლება. დათვალეს პარტნიორი მაღაზიების სრული სიის სანახავად გადადით ლინკზე : დათვალეს პარტნიორები
ფასების მუდმივი ცვლილების გამო, რთულია ბიუჯეტის ზეპირად განსაზღვრა. სწორედ ამისთვის შეიქმნა datvale.ge. ჩვენი პლატფორმა საშუალებას გაძლევთ, რამდენიმე წამში გამოთვალოთ მალიარკის და რემონტის სხვა ეტაპების ზუსტი ხარჯი მიმდინარე საბაზრო ფასების გათვალისწინებით, ჩვენი გუნდი ყოველკვიურეულად ფასების მონიტორინგს უწევს, სარემონტო კომპანია მწვანე ფერი-ის დახმარებით. თუ რემონტს გეგმავთ დათვალეთ დეტალური რემონტის ფასები ჩვენი რემონტის კალკულატორით