რა ჯდება აბაზანის რემონტი? დეტალური ხარჯები და კალკულაცია
რა ჯდება აბაზანის რემონტი 2026 წელს

აბაზანის რემონტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად ყველაზე ხარჯიანი სამუშაოა ბინის რემონტის დროს. ბევრი ადამიანი რემონტის დაწყებამდე ცდილობს გაიგოს, რა ჯდება აბაზანის რემონტი, რა დაჯდება მასალა და ხელობა, რათა თავიდან აიცილოს გაუთვალისწინებელი ხარჯები.

შეავსეთ ონლაინ კალკულატორი და გაიგეთ რამდენი დაგიჯდებათ აბაზანის რემონტი

ამ სტატიაში განვიხილავთ 4 მ² აბაზანის მაგალითს და ვნახავთ, რა მასალებია საჭირო, რა ღირს ხელობა და რა ბიუჯეტი შეიძლება დაგჭირდეთ.

აბაზანის რემონტის სწრაფი კალკულატორი

მიუთითეთ აბაზანის ფართობი და კაფელ-მეტლახის ფასი. კალკულატორი მოგცემთ საორიენტაციო შედეგს ამ სტატიის 4 მ² მაგალითის მიხედვით.

დაითვალეთ აბაზანის რემონტის ფასი

მ²
შედეგი საორიენტაციოა და ეფუძნება ამ სტატიის მაგალითს: 4 მ² აბაზანა, 40 ₾/მ² კაფელით — დაახლოებით 8,366 ₾. საბოლოო ფასი დამოკიდებულია კედლების სიმაღლეზე, სანტექნიკის ბრენდზე, ხელობის ფასზე და დამატებით სამუშაოებზე.
გთხოვთ, სწორად მიუთითოთ აბაზანის ფართობი.
სავარაუდო ღირებულება —
—
გაიგეთ დეტალური ფასი →

4 მ² აბაზანისთვის საჭირო ძირითადი მასალები

საშუალოდ 4 მ² აბაზანის შემთხვევაში კედლების ფართობი დაახლოებით 24 მ²-ია.

მასალა რაოდენობა
ყვითელი ქვიშა40 ტომარა
შავი ქვიშა20 ტომარა
ცემენტი8 ტომარა
მაიაკი8 ცალი
ჰიდროიზოლაცია4 კგ
წებოცემენტი16 ტომარა
კლიფსი4 შეკვრა
კაფელ-მეტლახი40 მ²
ფუგა4 კგ

საშუალოდ 1 მ² აბაზანაზე საჭიროა:

  • ყვითელი ქვიშა — 10 ტომარა;
  • შავი ქვიშა — 5 ტომარა;
  • ცემენტი — 2 ტომარა;
  • ჰიდროიზოლაცია — 1 კგ;
  • წებოცემენტი — 4 ტომარა;
  • კლიფსი — 1 შეკვრა;
  • ფუგა — 1 კგ;
  • კაფელ-მეტლახი — დაახლოებით 10 მ².

თუ გსურთ თქვენი აბაზანის ზუსტი ღირებულების დათვლა, გამოიყენეთ რემონტის კალკულატორი.

რა ღირს კაფელ-მეტლახი?

კაფელ-მეტლახის ფასი დამოკიდებულია დიზაინზე, ზომასა და ბრენდზე. ყველაზე გავრცელებული ფასებია:

  • 40 ₾ / მ²
  • 60 ₾ / მ²
  • 80 ₾ / მ²

ზუსტი ბიუჯეტის მისაღებად გამოიყენეთ ონლაინ რემონტის კალკულატორი.

ხელობის ღირებულება

აბაზანის რემონტის დროს ყველაზე მოთხოვნადი სამუშაოებია:

  • ლესვა და მოჭიმული იატაკი — 20 ₾ / მ²;
  • კაფელ-მეტლახის მონტაჟი — 50 ₾ / მ².

სანტექნიკა და აქსესუარები

პროდუქტი საშუალო ფასი
გამწოვი80 ₾
საშრობი200 ₾
უნიტაზი500 ₾
ხელსაბანის ონკანი250 ₾
დუშის კომპლექტი700 ₾
ჰიგიენური ონკანი150 ₾
ხელსაბანი ნიჟარა600 ₾
დუშის შუშა400 ₾

რა ჯდება აბაზანის რემონტი 4 კვ.მ?

თუ კაფელ-მეტლახის ფასი 40 ₾/მ²-ია, ზემოთ ჩამოთვლილი მასალების, ხელობისა და სანტექნიკის გათვალისწინებით, 4 მ² აბაზანის სრული რემონტის საორიენტაციო ღირებულება შეადგენს:

4 მ² აბაზანის საორიენტაციო ფასი

8,366 ₾

საშუალო ფასების მიხედვით:

  • 40 ₾/მ² კაფელი — დაახლოებით 8,366 ₾;
  • 60 ₾/მ² კაფელი — დაახლოებით 9,166 ₾;
  • 80 ₾/მ² კაფელი — დაახლოებით 9,966 ₾.

თქვენი ფართობისა და მასალების მიხედვით ზუსტი ღირებულების დასათვლელად გამოიყენეთ რემონტის კალკულატორი.

როგორ დაითვალოთ თქვენი აბაზანის რემონტის ღირებულება?

ყველა პროექტი განსხვავებულია. საბოლოო ფასი დამოკიდებულია:

  • აბაზანის ფართობზე;
  • კედლების სიმაღლეზე;
  • კაფელ-მეტლახის ხარისხზე;
  • სანტექნიკის ბრენდზე;
  • ხელობის ფასზე;
  • დამატებით სამუშაოებზე.

რემონტის დაწყებამდე სასურველია წინასწარ შეადგინოთ დეტალური ხარჯთაღრიცხვა და განსაზღვროთ რეალური ბიუჯეტი.

დაითვალეთ თქვენი აბაზანის რემონტის ფასი

შეავსეთ თქვენი აბაზანის მონაცემები და მიიღეთ მასალებისა და სამუშაოების დეტალური სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა.

აბაზანის სრული კალკულატორი →

ასევე წაიკითხეთ

რჩევებისა და ვიდეოს სანახავად გამოგვყევით Facebook-ზე .
DATVALE.GE პარტნიორები

სპეციალური შეთავაზებები

ისარგებლეთ Datvale-ის პარტნიორი კომპანიების სპეციალური პირობებით რემონტის, მშენებლობისა და ინტერიერის მიმართულებით.

Aqua Concept

სანტექნიკა-გათბობის მომსახურება

სპეციალიზებული კომპანია, რომელიც ასრულებს იატაკქვეშა გათბობის, წყალმომარაგების, კანალიზაციის, ქვაბების, კოლექტორებისა და რადიატორების მონტაჟს.

Plafond Studio

ფრანგული და გასაჭიმი ჭერი

15 წლიანი გამოცდილება, Barrisol-ის ტიპის გასაჭიმი ჭერი, სწრაფი და სუფთა მონტაჟი და განათების ინტეგრაცია.

გერმანული სახლი

სანტექნიკის მაღაზია

ევროპული სანტექნიკის ფართო არჩევანი. წარმოდგენილია Villeroy&Boch, Grohe, Hansgrohe, Keramag, Geberit, Pagette და სხვა ბრენდები.

Renove

იატაკები და სარემონტო მასალები

პრემიუმ ხარისხის იატაკებისა და სარემონტო მასალების მომწოდებელი. წარმოდგენილია Litokol, Fatra, IVC Commercial, Grabo, Mohawk Group და სხვა ბრენდები.

Green Color

რემონტი და მშენებლობა

სარემონტო და სამშენებლო კომპანია, რომელიც ახორციელებს სრულ რემონტს, მშენებლობას, პროექტის მართვას, ლოჯისტიკასა და სამუშაოების ორგანიზებას.

Kerama Marazzi

კერამიკული ფილების მაღაზია

კერამიკული ფილებისა და მოსაპირკეთებელი მასალების ფართო არჩევანი, თანამედროვე დიზაინის კოლექციებით აბაზანისა და ინტერიერისთვის.

Bona

პარკეტი და იატაკის მოვლა

შვედური წარმოების პარკეტის ლაქები, წებოები, ზეთები, გარე ზეთები, აქსესუარები და იატაკის მოვლის პროფესიული საშუალებები.

Nova

სამშენებლო და სარემონტო ჰიპერმარკეტი

სამშენებლო და სარემონტო პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, საკუთარი წარმოება და საერთაშორისო ბრენდების პროდუქცია რემონტისა და მშენებლობისთვის.

FORUM by New Light

ავეჯისა და ინტერიერის შოურუმი

პრემიუმ კლასის შოურუმი, სადაც წარმოდგენილია ცნობილი ევროპული ბრენდების ავეჯი, განათება და ინტერიერის აქსესუარები.

New Light

განათების მაღაზია

განათების საერთაშორისო ბრენდების ფართო არჩევანი, მათ შორის Philips, Eglo, Artemide, Luceplan, Vibia, Osram და სხვა.

VitrA Georgia

სანტექნიკა და კერამიკული ფილები

აბაზანის სანტექნიკისა და კერამიკული ფილების ფართო არჩევანი, სრული აბაზანის თანამედროვე და ფუნქციური მოწყობისთვის.

Merlons

პრემიუმ ავეჯი და ინტერიერი

ინტერიერისა და ექსტერიერის ევროპული ბრენდები, მათ შორის Pedrali, Bolia, Viokef, Infinity, Ascale და Schock.

Caparol

საღებავები და მოსაპირკეთებელი მასალები

ინტერიერისა და ფასადის საღებავების, დეკორატიული და მოსაპირკეთებელი მასალების საერთაშორისო ბრენდი.

თბილისი — პეტრე ქავთარაძის ქ. 8 • 599 44 55 67 თბილისი — სამტრედიის ქ. 15 • 599 58 26 25 ბათუმი — პუშკინის ქ. 35 • 558 04 04 96

შექმენი შენი აბაზანის ვიზუალი Datvale.ge

×

ავტორიზაცია

ანგარიშის შექმნა

ანგარიშის შექმნით თქვენ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას

×

პაკეტის დეტალები

იტვირთება...