რემონტის ხარჯთაღრიცხვა: როგორ დავზოგოთ თანხა და თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი დანახარჯები
რემონტის დაწყება ამაღელვებელია, მაგრამ ხშირად იქცევა ფინანსურ კოშმარად, თუკი ზუსტი ხარჯთაღრიცხვა არ გაქვთ. სტატისტიკურად, რემონტის ბიუჯეტი 30%-ით მაინც იზრდება, რადგან ადამიანები თავს არიდებენ წინასწარ დეტალურ დათვლას. datvale.ge-ის გუნდი გიზიარებთ 5 ძირითად შეცდომას, რომელთა გამოსწორებაც უზარმაზარ თანხას და დროს დაგაზოგავთ.
მთავარი პრობლემა იმაშია, რომ მომხმარებლები იღებენ “ზედაპირულ შეფასებას” (მაგ. 200$ კვ.მ-ზე) ნაცვლად ზუსტი ხარჯთაღრიცხვისა. ზუსტი დათვლა მოიცავს:
ზუსტად ასეთი საკითხზებს ითვალისწინებ დათვალეს კალკულატორი რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: რემონტის კალკულატორი

ნებისმიერ რემონტში ხდება გაუთვალისწინებელი მოვლენები: ძველი გაყვანილობის პრობლემები, კედლის დამატებითი მოსწორება და ა.შ. ბიუჯეტის მინიმუმ 10% ყოველთვის უნდა იყოს გამოყოფილი “სათადარიგო ფონდისთვის”. თუ ეს თანხა წინასწარ გათვლილი არ გაქვთ, პროექტის აუცილებლად შეექმნება პრობლემები
ბევრი ადამიანი ირჩევს კონკრეტულ ფილას ან ლამინატს და მხოლოდ შემდეგ ცდილობს ბიუჯეტში ჩაჯდომას. სწორი მიდგომაა: ჯერ დათვალეთ, რა შეგიძლიათ დახარჯოთ, შემდეგ კი ამ ბიუჯეტის ფარგლებში აარჩიეთ მასალა. ამით თავს აარიდებთ იმედგაცრუებას და ზედმეტ ხარჯს.

უმეტეს შემთხვევაში, დაბალი ფასი ნიშნავს დაბალ ხარისხს. ცუდი შესრულება იწვევს მალე ხელახლა რემონტის საჭიროებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრად ძვირი ჯდება.
ხშირია როდესაც ადამიანები ზომავენ ზუსტ მასალას, მაგალითისთვის ლამინატს ან კაფელ მეტლახს, მაგრამ არ ითვალისწინებენ, რომ პროცესში მოცემულ მასალას დანაკარგები აქვს საშუალოდ 10%. (მაგალითისთვის სრულად ვერ გამოიყენებთ კაფელს, რადგან ადგილ-ადგილ კუთხეებში კაფელის მოჭრა გახდება საჭირო, რაღაც ნაწილი კი გამოუსადეგარი დარჩება) რაც გამოიწვევს დამატებით მასალის ხარჯსა და დამატებით ტრანსპორტირების ხარჯებს.

ზუსტი ხარჯთაღრიცხვა რემონტის დაგვირგვინებული წარმატების ნახევარია დათვალე რემონტის ხარჯი აქ რემონტის კალკულატორი მეორე ნახევარი კი არის სანდო და გამოცდილი შემსრულებელი.
თუ თქვენი დეტალური დათვლა მზად არის და ეძებთ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი პროექტის გამჭვირვალე, ხარისხიან და დათვლილი ბიუჯეტის ფარგლებში შესრულებას, გირჩევთ ჩვენს სანდო პარტნიორს: სანდო სარემონტო კომპანია