რა ჯდება შავი კარკასიდან მწანე კარკასამდე მიყვანა?

შავი თუ მწვანე კარკასი: რომელი უფრო მომგებიანია ბინის ყიდვისას?

უძრავი ქონების შეძენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. საქართველოში მშენებარე ბინების ბაზარზე ძირითადად სამი მდგომარეობა გვხვდება: შავი, თეთრი და მწვანე კარკასი. თუმცა, ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი მაინც შავ და მწვანე კარკასებს შორის არჩევანზე მოდის.

ბინა შავი კარკასის მდგომარეობაში - რემონტის დაგეგმვა და არქიტექტურული ნახაზის განხილვა ახალაშენებულ კორპუსში.

შავი კარკასი: თავისუფლება რემონტში პლიუსები:

  • დაბალი საწყისი ფასი: ბინა შესამჩნევად უფრო იაფი ღირს, ვიდრე მწვანე კარკასი.
  • ინდივიდუალური დაგეგმარება: თქვენ თავად წყვეტთ, სად იქნება კედლები, როგორი იქნება ელექტროგაყვანილობა და სანტექნიკა.
  • ხარისხის კონტროლი: დარწმუნებული ხართ, რომ ტიხრებში საუკეთესო მასალაა გამოყენებული.

მინუსები:

სტრესი: თქვენ მოგიწევთ ხელოსნების მართვა, მასალების შერჩევა

დრო: სტანდარტულ ბინებში რემონტს 1-2 თვით მეტი სჭირდება. (50-150 კვადრატამდე ბინებზეა საუბარი)

შავი კარკასი არის “შიშველი” კედლები. ეს არჩევანი პოპულარულია მათ შორის, ვისაც სრული კონტროლი სურს.

მწვანე კარკასი: კომფორტი და დაზოგილი დრო

ახალგაზრდა წყვილი განიხილავს ბინის არქიტექტურულ გეგმას და დიზაინს მწვანე კარკასის მდგომარეობაში მყოფ ნათელ ოთახში.

მწვანე კარკასი ნიშნავს, რომ ბინაში შავი სამუშაოების ძირითადი ნაწილი მორჩენილია რაც გულისხმობს, რომ ძირითადი კომუნიკაციები მიყვანილია, კედლები გალესილია და იატაკი მოჭიმული.

  • პლიუსები:
    • სისწრაფე: ყიდვიდან ძალიან მალე შეგიძლიათ გადახვიდეთ კოსმეტიკურ რემონტზე (სამღებრო სამუშაოები, იატაკის დაგება).
    • ნაკლები ნარჩენები: კორპუსის სადარბაზო და ლიფტი უფრო სუფთაა, რადგან სამშენებლო ნარჩენების ძირითადი მასა უკვე გატანილია.
    • გათვლილი ბიუჯეტი: დეველოპერი წინასწარ გეუბნებათ ფასს, რაც გიცავთ მასალებზე ფასების მოულოდნელი ზრდისგან.
  • მინუსები:
    • სტანდარტული გაყვანილობა: შესაძლოა ელექტროობის, სანტექნიკის და გათბობის წერტილები იქ არ დაგხვდეთ, სადაც თქვენ გინდოდათ.
    • ფასი: კვადრატულის ღირებულება შესამჩნევად მაღალია.

ზუსტად რა ჯდება სამუშაოები, რაც შავი კარკასიდან მწვანე კარკასამდე მიყვანას სჭირდება ?

რადგან უკვე ვიცით ორივეს პლიუსები და მინუსები მოდი გავიანგარიშოთ თითოეული სამუშაოს ფასი 1 კვადრატულ მეტრზე. გაფრთხილება ფასები მოცემულია საშუალო ბაზრის ფასი 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, სტანდარტული ბინების შემთხვევაში (50-150 კვადრატული)

შავი კარკასს ორი ტიპია. უტიხრო შავი კარკასი და ტიხრიანი შავი კარკასი

რა ჯდება ტიხრების ამოყვანა ბინაში?

ბინის ტიხრების კვადრატულობა სტანდარტულად მიახლოებული გამოთვლებით იდენტურია რაც შიდა ფართი.

ერთ კვადრატ შიდა ტიხარს სჭირდება 12,5 ბლოკი, რომლის ღირებულება 1,1 ლარია, ასევე დამხმარე მასალა წებოცემენტი, ქაფი და ასე შემდეგ , რომელიც ბლოკზე ჯამში 40 თეთრია, ასევე ხელობა საშუალო ფასით 2 ლარი. და რათქმაუნდა ტრანსპორტირება და ბინამდე მიტანა-ატანა რაც საშუალოდ ბინაზე 400 ლარიდან 1000 ლარამდე დაგიჯდებათ. (მანქანა, მუშა)

რაც საშუალოდ კვადრატულზე 10-12 ლარამდე მერყეობს. ხოლო დრო ბინის კვადრატულობიდან გამომდინარე 10-20 დღე.

ელექტრიკოსი მუშაობს კედლის დაქსელვაზე და ამონტაჟებს ელექტროობის წერტილს ბეტონის კედელში

ელექტროობის დაქსელვა

ტიხრების შემდგომ აუცილებლად კეთდება ელექტროობის დაქსელვა. სწორი სტრუქტურაა: ელექტროობა, ლესვა, შემდგომ სანტექნიკისა და გათბობის მილების დალაგება და შემდგომ მოჭიმული იატაკი (სტიაშკა). არ შეიძლება ჯერ სტიაშკა და შემდგომ ლესვა რადგან, ლესვის პროცესში, ნალესი ძირს ეცემა და აზიანებს მოჭიმული იატაკს (სტიაშკას). ხოლო გათბობის და სანტექნიკის მილების დასაწყისში გამზადება არაა რეკომენდირებული, რადგან მოცემულ ბინაში სხვა ხელოსნებმაც უნდა იმუშაონ და შანსი იმისა რომ რაიმე დაზიანდეს იზრდება.

რა ჯდება ელექტროობის დაქსელვა კვადრატულზე ?

ელექტროობის სტანდარტული ფასი საქართველოს ბაზარზე 2025 წლის დეკემბრის მონაცემებით 30-40 ლარია წერტილზე, მაგრამ მოცემული სამუშაო არ მოიცავს მხოლოდ პირველად დაქსელვა არამედ სრულ ელექტრო სამუშაოებს, შტეფსელ-ჩამრთველების მიყენებით. მწვანე კარკასამდე მიყვანის პირველადი დაქსელვის საფასურია დაახლოებით წერტილზე 10-15 ლარი. დრო დაახლოებით 2-7 დღე

როგორ იანგარიშება საქართველოში წერტილის რაოდენობა ?

ელექტრიკოსები წერტილების რაოდენობას ითვლიან შემდეგნაირად:
1) ჩამრთველი რომელსაც აქვს ორი კლავიში არის 2 წერტილი
2)რევერსული ჩართვა არის ასევე 2 წერტილი
3)ავტომატებზე თითოეული ამომრთველი არის დამატებითი წერტილი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით საშუალოდ ბინაში იმდენი წერტილია რამდენი კვადრატულიც არის.

გამოდის რომ კვადრატულზე ხელობის ღირებულება დაახლოებით 10-15 ლარია, მასალის ფასი კი დამოკიდებულია კაბელების ხარისზე საშუალოდ კვადრატულზე 15 ლარი. გამოდის რომ კვადრატულზე ელექტროობის დაქსელვა 25-30 ლარი ჯდება, ხოლო დრო დაახლოებით 2- 7 დღემდე.

ლესვა გიპერით

ბოლო წლებში გიპერით ლესვა აქტუალურია საქართველოში, რადგან ილესება აპარატით, რაც ამცირებს დროს ასევე ცუდად შესრულებული სამუშაოს ალბათობას. აპარატის ლესვის საშუალო ფასი, მასალის ჩათვლით საქართველოში ,დეკემბრის მონაცემებით 30 ლარია, კედლის ერთ კვადრატულზე.

სალესი კვადრატულობა საშუალოდ ბინის შიდა ფართზე 2,5-3 ჯერ მეტია. რადგან ამ შემთხვევაში ილესება როგორც პერიმეტრის კედლები ისე შიდა ტიხრები ორივე მხრიდან. საბოლოო ლესვის ფასი კვადრატულზე 100-120 ლარი. დრო კი 5-15 დღემდეა საჭირო. გაითვალისწინეთ ლესვის შემდგომ უმჯობესია სამუშაოები შეწყდეს დაახლოებით 5 -10 დღე რათა კედლები კარგად გაშრეს.

ხელოსანი ამონტაჟებს იატაკის გათბობისა (კოლექტორული სისტემა) და წყლის მილებს შავი კარკასის ბინაში ფანჯარასთან

გათბობა და სანტექნიკის პირველადი დაქსელვა.

გათბობის დაქსელვა ხდება მეტალო-პლასტმასის მილებით, გათბობის რაოდენობა დამოკიდებულია აბაზანისა და ოთახების რაოდენობაზე. რაოდენობა ანგარიშდება შემდეგნაირად:
ერთი გათბობის წერტილი შემოსასვლელში,
თითო-თითო საძინებელსა და აბაზანაში,
ცალკეული სამზარეულოს შემთხვევაში დამატებითი ერთი წერტილი,
მისაღებ ოთახში ხშირ შემთხვევაში 2 წერტილია საჭირო, თუ ის 20-25 კვადრატი ან მეტია.
დაახლოებით ყოველ 10 კვ.მ ზე ერთი გათბობის წერტილი. წერტილის ფასი 80 ლარი. სანტექნიკის მოსაწყობად აუცილებელია, რომ წყლის მილმა გაიაროს შემოსასვლელიდან საქვაბემდე და მივიდეს სამზარეულოსთან, კარგი იქნება თუ დამატებით ფილტრსაც მოუწყობთ. ამ შემთხვევაში დაახლოებით ყოველ 20 კვადრატულზე 1 წერტილია, ხოლო ფასი ასევე 80 ლარი.
ჯამში მასალა: გათბობის მილები, წყლის მილები და კოლექტორი კვადრატულზე ღირებულებით საშუალოდ 15 ლარია ხოლო ხელობის ფასი კვადრატულზე გათბობისა და სანტექნიკის დაქსელვაზე დაგჭირდებათ 12-15 ლარის ფარგლებში ჯამში საშუალოდ 30 ლარი. დრო 1-3 დღე

მოჭიმული იატაკი

მოჭიმული იატაკი (სტიაშკა) ძირითადად ისხმება მაღალი წნევის აპარატით ეგრეთწოდებული პომპით. ასეთ შემთხვევაში ფასი მასალა-ხელობა საშუალოდ 30 ლარია. დრო: 1 დღე.

შავი კარკასიდან მწვანე კარკასამდე მიყვანის ფასი და დრო:

აი, რას უნდა ველოდოთ ჯამში, როდესაც შავი კარკასიდან მწვანე კარკასამდე მივდივართ:

სამუშაო ტიპიფასი (1 კვ.მ-ზე)სამუშაო დრო
ელექტროობა30 ლარი2-7 დღე
ლესვა100-120 ლარი5-15 დღე
გათბობა/სანტექნიკა30 ლარი1-3 დღე
მოჭიმული იატაკი30 ლარი1 დღე
ჯამში190 – 220 ლარი15 – 35 დღე

დასკვნა: თუ დეველოპერი შავ და მწვანე კარკასს შორის სხვაობას ამ თანხაზე ნაკლებს გთავაზობთ, მისი შეძენა მომგებიანია. თუ თქვენთვის ხარისხი პრიორიტეტია და გსურთ თავად მართოთ პროცესი, შავი კარკასის ყიდვა საუკეთესო გზაა.

თუ გსურთ დაითვალოთ სრული ბინის რემონტის ღირებულება დეტალურად საქართველოში არსებული ფასების გათვალისწინებით, ნებისმიერი მდგომარეობიდან გადადით ლინკზე: დათვალეს რემონტის კალკულატორი

×

ავტორიზაცია

ანგარიშის შექმნა

ანგარიშის შექმნით თქვენ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას

×

შერჩეული პაკეტი

თქვენი შერჩეული პაკეტის დეტალები

იტვირთება...