გაიგეთ ბინის რემონტის დეტალური ფასი ონლაინ კალკულატორით
წვდომა შეზღუდულია
კალკულატორის გამოსაყენებლად საჭიროა აქტიური წევრობა
ხშირად დასმული კითხვები რემონტის კალკულატორზე
ჩვენი კალკულატორი ეყრდნობა ბაზარზე არსებულ რეალურ და განახლებულ ფასებს.(ფასებს ვანახლებთ კვირაში ერთხელ) თუმცა, საბოლოო ხარჯი შეიძლება მცირედით შეიცვალოს მასალების ხარისხის, ბრენდისა და სამუშაოს სირთულის მიხედვით. კალკულატორი გაძლევთ მაქსიმალურად მიახლოებულ ორიენტირს, რაც დაგეგმარებაში და ბიუჯეტის შედგენაში დაგეხმარებათ. ასევე ინფორმირებული იქნებით, ხელოსნებთან ან სარემონტო კომპანიასთან მოლაპარკებამდე
დიახ, დათვლისას სისტემა ითვალისწინებს როგორც შესასრულებელი სამუშაოს (ხელობის), ისე საჭირო სამშენებლო მასალების (ე.წ. „შავი მასალის“) საშუალო საბაზრო ღირებულებას. თქვენ საშუალება გაქვთ ნახოთ ხარჯების დეტალური გაშლა, რათა ზუსტად იცოდეთ, რაში იხდით ფულს.
თითოეული მდგომარეობა სამუშაოების სხვადასხვა მოცულობას მოითხოვს. ჩვენი კალკულატორი საშუალებას გაძლევთ მონიშნოთ თქვენი ბინის არსებული კონდიცია, რათა თავიდან აიცილოთ იმ სამუშაოების დათვლა, რომლებიც უკვე შესრულებულია (მაგალითად, ელექტროობის გაყვანილობა ან ლესვა).
პირველ რიგში როდესაც ხართ ინფორმირებული ბაზარზე არსებულ ფასებში, თქვენ “ძვირ ფასს” ვერ გეტყვიან, ასევე ხარჯთაღრიცხვის დასრულების შემდეგ, თქვენ წვდომა გეძლევათ ჩვენს პარტნიორ მომწოდებლებთან, რომლებიც Datvale-ს მომხმარებლებისთვის სპეციალურ ფასდაკლებებს აწესებენ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ყიდულობთ ხარისხიან მასალებს ექსკლუზიურ ფასად, რაც ჯამში რემონტის ბიუჯეტს საგრძნობლად ამცირებს.
რა თქმა უნდა! თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი პროექტი პირად კაბინეტში, რათა ნებისმიერ დროს დაუბრუნდეთ მას. ასევე, გაქვთ შესაძლებლობა გადმოწეროთ დეტალური PDF ფაილი ან გადაიგზავნოთ მეილზე
ჩვენი ბინის რემონტის კალკულატორი არის პირველი ნაბიჯი თქვენი ოცნების სახლისკენ. ხშირად, როდესაც სახლის რემონტი იწყება, ბიუჯეტის გადაჭარბება ყველაზე დიდ პრობლემად რჩება. ამიტომ, ჩვენ შევქმენით მარტივი და ზუსტი ხელსაწყო, რომელიც გეხმარებათ სწორად დაგეგმოთ ფინანსები.
რა ჯდება ერთი კვადრატულის რემონტი? ან რა ჯდება სრული რემონტი ?
ეს არის ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა. პასუხი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: მასალის ხარისხზე, სამუშაოს სირთულესა და შერჩეულ სარემონტო ტიპზე (ძველი რემონტი, შავი კარკასი, თეთრი კარკასი, მწვანე კარკასი).
იმის ნაცვლად, რომ კვირები დახარჯოთ მასალების ფასების შედარებაში, უბრალოდ გამოიყენეთ ჩვენი ბინის რემონტის კალკულატორი. თქვენ შეიყვანთ სასურველ პარამეტრებს, და ჩვენი სისტემა გამოითვლის სავარაუდო სრულ სარემონტო ფასს. ეს დეტალური ანგარიში დაგეხმარებათ მიიღოთ საუკეთესო შეთავაზება ხარისხზე კომპრომისის გარეშე.
დაიწყეთ თქვენი სახლის რემონტი დაგეგმილად Datvale.ge – უბრალოთ ითვლი არჩევ და ზოგავ
რემონტის კალკულატორის ფასის დადგენაში და მის მონიტორინგში გვეხმარება სარემონტო კომპანია:Greencolor.ge